weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

კოვიდის 14 405 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი

10:56 პარასკევი, 18 თებერვალი 2022

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 48 595 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 14 405 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 29.64%-ია.

ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 7040 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 2014

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 902

კახეთი – 948

შიდა ქართლი – 841

აჭარა – 825

ქვემო ქართლი – 734

გურია – 565

მცხეთა-მთიანეთი – 261

სამცხე-ჯავახეთი – 199

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 76

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 24 409 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 42 კი გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში კოვიდინფიცირების 161 827 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 154 996 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
  • 5818 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 1255 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 294 პირი;
  • 1013 ადამიანი კლინიკურ-სასტუმროებშია მოთავსებული.

17 თებერვალს კოვიდის საწინააღმდეგოდ 3078 ადამიანი აიცრა.

საქართველოში პანდემიის გავრცელების შემდეგ, ლაბორატორიულად კორონავირუსის 1 526 205 შემთხვევა დადასტურდა. 1 348 581 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 771 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]